სიახლეები
სკოლები

„მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“ - საგარეჯოს N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
19-04-2021
-
+


ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლაში, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელთან, დარინა ჯავახიშვილთან ერთად, დედაენის დღე აღნიშნეს და საინტერესო ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, რომლის დროსაც დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიება დატვირთული იყო თემატური ლექსებითა და სიმღერებით.
 
მოსწავლეებმა საკლასო ოთახის კედელზე გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც წარწერილი იყო იაკობ გოგობაშვილის ცნობილი სიტყვები: „მხოლოდ დედა ენა არის ენა სულის და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა. მხოლოდ დედა ენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახში, მოსწავლეები საყვარელი ზღაპრული გმირების ფორმებში გამოწყობილები მივიდნენ

მოსწავლეებმა და პედაგოგმა ისაუბრეს პერსონაჟებზე, კლასიკურ ნაწარმოებებში გადმოცემულ მარადიულ ღირებულებებზე

მათ სკოლის ბიბლიოთეკიდან შეარჩიეს სხვადასხვა ჟანრის წიგნები და წაიკითხეს მათი საყვარელი სიუჟეტები

ახალგაზრდებმა ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის სასურველი ლექსები და მოთხრობები

 

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება