მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს თელავის მუნიციპალიტეტს სტუმრობს.
თელავში, იყალთოს კულტურის სახლში, ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში თელავის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
მიუხედავად ცუდი ამინდისა, თელავის მუნიციპალიტეტში, იყალთოს კულტურის სახლში, ინტელექტ-შეჯიბრს უპრეცედენტოდ დიდი აუდიტორია ჰყავს.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, განათლების რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს "თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ
მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა