მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად, დედაენის დღე ორ ნაწილად, სკოლის შენობასა და ეზოში სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს.
დაწყებითების მოსწავლეებმა მშობლიურ ენას ზეიმი მიუძღვნეს, რომელშიც 1-3 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პატარებმა ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს. ასე, ხალისით და მხატვრული ნიჭის წარმოჩენით გვილოცავენ მახუნცეთის სკოლის პატარა მოსწავლეები ყველას დედაენის დღეს.
ღონისძიების დასასრულს კი, ეზოში, დისტანციის დაცვით, მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ეს დღე მახუნცეთის საჯარო სკოლის დაწყებითების მოსწავლეებისთვის სახალისო და დასამახსოვრებელი გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი სამი საგნის ინტეგრირებით განხორციელდა