მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე Vა კლასში მათემატიკის მასწავლებლის მანანა წულაიას, ჩატარებულ გაკვეთილს დაესწრო.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე წარადგინეს კომპლექსური დავალება - „შოკოლადის ფილის განაწილება“.
სამიზნე ცნება: რიცხვითი სიმრავლეები და თანრიგები. ქვეცნება: წილადი, წილადების შედარება, წილადის ძირითადითვისება.
მასწავლებელს დავალება მიცემული ჰქონდა „ახალი სკოლის მოდელის“ დავალებების ბანკიდან, ხოლო მოსწავლეების შეფასებისთვის გამოიყენა მის მიერ შექმნილი სოლო ტაქსონომია.
„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს კომპლექსური დავალება და აღმოჩნდა, რომ ისინი დიდი პასუხისმგებლობით ელოდნენ ამ დღეს, რამეთუ აინტერესებდათ, რამდენად სწორად გაართვეს თავი ახალი ტიპის დავალებას და როგორი იქნებოდა მათი შეფასებები. მართლაც, საინტერესო პრეზენტაციები მოვისმინეთ და მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ 24 მოსწავლიდან დღეს საპრეზენტაციო მასალა წარმოადგინა 21 მოსწავლემ. მართალია ყველა მათგანის წარდგენა ვერ მოხერხდა ერთ გაკვეთილზე, მაგრამ ამ დავალების პრეზენტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება ამ კვირაში. მასწავლებელმა, მანანა წულაიამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიურობისთვის, შეაქო ისინი და აღნიშნა, რომ ამ პროცესიის ძირითადი ბირთვი მოსწავლეები არიან და ახარებს მათი მონდომება, ჩართულობა, შედეგები, რომელიც აუცილებლად გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დირექტორმა წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და მასწავლებელს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე