მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რომლის ფარგლებშიც პედაგოგები ისმენენ საგნობრივი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს. შეხვედრები ხელს უწყობს და ეხმარება მასწავლებლებს ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო ცხოვრებაში ინტეგრირებაში.
სკოლა აქტიურადაა ჩართული „ლიდერობის აკადემიის“ კუთხით განსახორციელებელ პროექტებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
მეათე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მარეხ გიორგაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტით - „ერის სულიერი საგანძური“ გათვალისწინებული აქტივობა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს უძველესი ხელნაწერების შესახებ განხორციელებული ტელე - და რადიო რეპორტაჟები. წარმოაჩინეს ხელნაწერების შექმნის ისტორია. აღსანიშნავია პროექტში მშობელთა ჩართულობა.
პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში პირველი სვირის საჯარო სკოლი მასწავლებელმა, მარეხ გიორგაძემ სადამრიგებლო კლასში მოაწყო შეხვედრა თემაზე: „რა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორ და რატომ უნდა დავიცვათ ისინი და რა ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“.
მიღებული ინფორმაციისა და მითითების საფუძველზე მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები და გააკეთეს მოხსენება slide show - ს დახმარებით.
ნინო გელაშვილმა მოამზადა რეპორტაჟი, სადაც ისაუბრა და გააანალიზა გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელიც ცვლის დამწერლობის ისტორიას, ხოლო მაგდა ბაღდაძემ minecraft- ის აპლიკაციაში შექმნა მის მიერ დანახული შატბერდის მონასტერი, ასევე წარმოადგინა პრეზენტაცია slide show-ს დახმარებით, რომელშიც ისაუბრა ტაო-კლარჯეთის მხარეზე, ტაძრებზე, რომლებიც იქ მდებარეობს და მათ კულტურულ დანიშნულებაზე.
მეთერთმეტე კლასის დამრიგებელმა, ირინე კვანტრიშვილმა მეთერთმეტე კლასში განახორციელა ონლაინ პროექტი: „ერის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მათი დაცვა“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
სპორტის პედაგოგმა, ნუგზარ ცხადაძემ, მოაწყო შიდა სასკოლო ტურნირი კალათბურთში. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
„პედაგოგიური კოლექტივი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას და ერთგულად ემსახურება მოსწავლეებს. მასწავლებლები ატარებენ ღია გაკვეთილებს, თანამშრომლობენ კოლეგებთან და ერთობლივად გეგმავენ განსახორციელებელ აქტივობებს. პირველი სვირის საჯარო სკოლა მომავალშიც შეეცდება არ ჩამორჩეს ცხოვრების განვითარების ტემპს და გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს, რათა აღზარდოს განათლებული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი თაობა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე