მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგების ვაქცინაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ და მიხეილ ჩხენკელმა განმარტეს, პედაგოგთა აცრა მნიშვნელოვანია სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და თავად მასწავლებლებისა თუ მოსწავლეების ჯანმრთელობისთვის.
„ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების უფლებები, ამიტომ დამეთანხმებით, ჩვენი პედაგოგები არიან ის ჯგუფი, რომლებზეც გადის ჩვენი ბავშვების განათლება და შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ეკონომიკური მდგრადობისა და ნათელი მომავლის გარანტი, ვაქცინაციის პროცესის წარმატებული წარმართვა პედაგოგებში და სკოლებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს ჩვენს გამოწვევად დგას. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ორივე სამინისტროს ერთობლივი ჩართულობა იმისთვის, რომ პედაგოგისთვის მიწოდებული იყოს ის სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებს ეყრდნობა და ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოებას გულისხმობს.
ჩვენ დღეს ვიწყებთ პედაგოგებისთვის განსაკუთრებულ აქციას და დარწმუნებული ვარ, ბატონი მიხეილის დახმარებით და ორივე უწყების ჩართულობით შევძლებთ სკოლებში შევიტანოთ ის უსაფრთხოება, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ თითოეული ჩვენი ბავშვისთვის შევქმნათ სკოლებში უსაფრთხო გარემო“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძის შემდეგ, პედაგოგთა ვაქცინაციაზე ისაუბრა განათლების მინისტრმაც.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება. ეს ემსახურება უმთავრეს მიზანს, ჩვენი პედაგოგების ჯანმრთელობას. ჩვენი შვილების, მოსწავლეების ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომ საკლასო ოთახში მიმდინარეობდეს სასკოლო პროცესი. ეს არის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ბავშვებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია