სიახლეები
საინტერესო

რისი უფლება აქვს და რა ეკრძალება მასწავლებელს - ორიანი ცუდი ყოფაქცევისთვის, საშინაო დავალებით ჩაშხამებული არდადეგები...
06-07-2021
-
+


რისი უფლება აქვს მასწავლებელს - ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია და პედაგოგებმაც კარგად უწყიან საკუთარი უფლებამოსილების შესახებ, თუმცა კანონის ჩარჩოებში მოქცეული ნორმების გარდა, არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტორი და ისიც გასათვალისწინებელია, მასწავლებლის ესა თუ ნაბიჯი - შეუსრულებელი საშინაო დავალებისთვის დაწერილი ორიანი ან ცუდი ყოფაქცევისთვის საკლასო ოთხიდან გაგდება - როგორ აისახება ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობაზე. ამიტომ ამჯერად, ფსიქოლოგთა მოსაზრებას შემოგთავაზებთ მასწავლებელთა უფლებებზე.

აქვს თუ არა უფლება მასწავლებელს, პირველკლასელს მისცეს დავალება

- სკოლაში ახალმისულ ბავშვებს ადაპტაცია სჭირდებათ, ეს გარკვეულწილად სტრესია და ამიტომ, ზედმეტი დატვირთვა არაა საჭირო; პირველ კლასში ითვისებენ ისეთ რთულ უნარებს, როგორიცაა წერა, კითხვა, თვლა...  სჯობს, უპირატესობა მივანიჭოთ თამაშით სწავლას, რადგან ასეთ პატარა ასაკში არ არის სასურველი, 20-30 წუთზე მეტხანს იჯდეს ბავშვი ერთ ადგილას.

აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, მოსწავლეებს არდადეგებზე საშინაო დავალება მისცეს

- სასწავლო პროცესში ჩართულობის პერიოდებს აუცილებლად უნდა ანაცვლებდეს დასვენება. ასეთი „გადატვირთვის“ შემდეგ, მოსწავლეები მზად არიან, სწავლას მეტი ინტერესით მოეკიდონ; დაავალებს თუ არა რამეს არდადეგებზე, ეს მხოლოდ პედაგოგის გადასაწყვეტია, თუმცა ნამდვილად არ არის სასურველი, შეუსრულებელი დავალების შემთხვევაში სანქციების დაწესება - დაიმახსოვრეთ, რომ მასწავლებელი რეპუტაციას მაშინ შეინარჩუნებს, თუ ბავშვს არჩევნის თავისუფლებასაც დაუტოვებს.

აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, გაკვეთილზე ტელეფონი ჩამოართვას მოსწავლეს

თუ ტექნიკა ხელმისაწვდომია, ბუნებრივია, ის უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ უდავოა - ტელეფონი ყურადღებას უფანტავს მოსწავლეს და ხშირად, მასწავლებელი იძულებული ხდება ბავშვს ის ჩამოართვას, თუმცა კანონით ეს გაწერილი ნამდვილად არ არის.

აქვს თუ არა უფლება მასწავლებელს, ბავშვები გაკვეთილების შემდეგ დატოვოს

დაიმახსოვრეთ -  დასვენება, ესაა მოსწავლის უფლება. ზარი მასწავლებლისთვის დაირეკა და არა ბავშვებისთვის - ყოვლად მიუღებელია. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ სრულფასოვანი დასვენება, როდესაც შეძლებენ გადაერთონ სხვა საკითხებზე, რათა ტვინმა დაისვენოს და რა თქმა უნდა, იურთიერთონ თანატოლებთან.

აქვს თუ არა უფლება მასწავლებელს, გააგდოს მოსწავლე კლასიდან?

მოსწავლის კლასიდან გაგდება არავითარ შემთვევაში არ შეიძლება, რადგან ეს ცუდად აისახება მის რეპუტაციაზე, მოტივაციაზე და რა თქმა უნდა, შედეგად ყველაფერი სწავლაზეც მოახდენს გავლენას.

აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, დაუწეროს ბავშვს ორიანი ცუდი ყოფაქცევის გამო

ასეთი ქმედება უკანონოა - მართალია, არც მოსწავლეს აქვს უფლება, ცუდად მოიქცეს და საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელს ხელი შეუშალოს, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ პედაგოგს ევალება შეაფასოს მხოლოდ ბავშვის ცოდნა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება