მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა.
მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მასწავლებლები: ნებული შაშიკაძე, მზევინარ ქავთარაძე, დიანა ბასილაძე, ემზარ გორაძე.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია