მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში მასწავლებელთა ვაქცინაცია დაიწყო. აცრები AstraZeneca-ს პრეპარატით მიმდინარეობს. როგორც etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, მასწავლებელთა უმრავლესობა აცრაზე უარს ამბობს და განმარტავენ, რომ აღნიშნულ პრეპარატს არ ენდობიან.
რამდენიმე დღის წინ დირექტორებს 55 წელს გადაცილებული პედაგოგების მონაცემების შევსება დაევალათ, რომლებსაც სურვილი აქვთ AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრან, სიების შედგენამ სკოლებში დაპირისპირება გამოიწვია. როგორც პედაგოგები პირად საუბრებში აღნიშნავენ, ზოგიერთ სკოლაში მასწავლებლებზე ზეწოლაა, რომ თუ არ აიცრებიან, სამსახურს დატოვებენ.
გთავაზობთ მასწავლებლების კომენტარებს:
„ამბობენ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ ჩვენს სკოლაში ზეწოლაა 55 წელს ზემოთ პედაგოგებზე, თუ უარს იტყვიან აცრაზე, სამსახურს დაკარგავენ“;
„ვაქცინაციის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ AstraZeneca-ს პრეპარატით აცრა არ გვსურს. დირექტორს უკვე ვესაუბრეთ და სურვილი გამოვხატეთ, რომ „ფაიზერით“ აგვცრან“;
„განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ აცრა ნებაყოფლობითიაო, თუმცა დირექტორი ყველას ავალდებულებს. ეს მისი პოზიციაა და საპირისპირო აზრის მოსმენა არც სურს, ამის გამო დიდი დაძაბულობაა სკოლაში“;
„არ ვარ დარწმუნებული, რომ აცრა უკუჩვენებას არ მომცემს, თუ გარანტიას მომცემენ, რომ ჩემს ჯანმრთელობას არაფერი დაემუქრება, ავიცრები“;
„ორ სკოლაში ვმუშაობ და გარდა ამისა, ძალიან ბევრ პედაგოგს ვიცნობ, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში ავიცრები, თუ „ფაიზერით“ ამცრიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორიულ უარს ამბობენ“.
განათლების მინისტრმა 55 წელს ზემოთ მყოფ მასწავლებლებს მიმართა, აიცრან და სკოლებში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას ხელი შეუწყონ. თვალსაჩინოებისთვის პედაგოგები ცნობილმა ექიმებმა აცრეს.
კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ მასწავლებელთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. თქვენთვის ძალდატანების უფლება კი არავის აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.