მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
მე-8 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი თინათინ აბაშიძე გახლავთ, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, პედაგოგ ბელა დურგლიშვილთან ერთად, წარმოადგინეს კომპლექსური დავალება-რეპორტაჟი მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“ მიხედვით.
რეპორტაჟ,ი ტექსტის შესწავლისა და დამუშავების შემდეგ წინასწარ მოცემული მითითებების მიხედვით მომზადდა. მოსწავლეთა ჯგუფების წარმომადგენლებმა რეპორტაჟი პრეზენტაციებით, რომელიც ელექტრონულად (pp-ით) იყო შესრულებული, წარმოაჩინეს თავიანთი დამოკიდებულება, როგორც ნაწარმოების, ასევე თანამედროვე რეალობაში წამოჭრილი მწვავე პრობლემატიკისადმი. მათ სცადეს, ეჩვენებინათ ბრბოსა და ადამიანის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტი და იურისტის პოზიციიდანაც წარმოადგინეს პასუხები დასმულ შეკითხვებზე.
რეპორტაჟებმა დიდი ინტერესი და მსმენელთა პოზიტიური უკუკავშირი გამოიწვია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის №4 საჯარო სკოლის III კლასელებმა I კლასის მოსწავლეებს აღმაშენებლის ბიოგრაფია წაუკითხეს
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე