„ეტალონი“ ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს“ - გულშემატკივრებით სავსე დარბაზში „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.
ამჯერად, „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
აბაშის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას აბაშის მუნიცუპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიგა ცომაია, ამავე სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მანანა ჯღარკავა და განათლების განყოფილების უფროსი ნათია მელია, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განთლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, „ეტალონის“ მეგობარი შალვა ჯღარკავა, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
„აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს აბაშის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარინა კუპრავა დაეუფლა.
ის მომავალ „ეტალონელებს“ რჩევებს აძლევს:
„ძალიან გახარებული ვარ. ათეულში გასვლას ველოდი, თუმცა გამარჯვებას - არა. მომავალ „ეტალონელებს“ ვურჩევ, ყურადღებით იყვნენ, ბევრი ისწავლონ და წარმატებასაც მიაღწევენ.“
აბაშის მუნიცუპალიტეტის მერი ლევან მაკალათია:
„ბატონი გოჩასა და „ეტალონის“ ვიზიტი აბაშაში ყოველთვის დიდ აუდიტორიასთან შეხვედრით სრულდება, დარბაზი სავსე იყო. ამ პროექტისადმი ძალიან დიდი გამოძახილია, აქედან გამომდინარე, მე, როგორც აბაშის მუნიცუპალიტეტის მერი, ვიღებ პასუხისმგებლობას, ხალხის ეს გამოძახილი, პირნათლად შევასრულო და აუცილებლად მინიმუმ 4 წლის განმავლობაში, როდესაც მე ვიქნები აბაშის მერი, ეს პროექტი გაგრძელდება და პლუს ამას, ჩვენ ვიზრუნებთ, რისი დამატება, რომ ჩვენი უფრო ნაყოფიერი იყოს ჩვენი ერთობლივი მუშაობა და ეს წარმატებული ბავშვები რაც შეიძლება, კიდევ უფრო მეტად წარმატებული გავხადოთ და უფრო მეტი ინფორმაცია შემოვიდეს ჩვენს მუნიციპალიტეტში.“
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიგა ცომაია:
„ეტალონთან“ რამდენიმე წელია, რაც ვთანამშრომლობთ. ამ ურთიერთობით ყველანი მოხარულები ვართ - სკოლები, მოსწავლეები, მოსახლეობა. პროექტი მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესს უღვივებს. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ როგორც თავიანთი სოფელი, ისე სკოლა და ოჯახი. მოხარულები ვართ, იმითაც, რომ „ეტალონის“ დამსახურებით სოფლის სკოლები უფრო მეტად გააქტიურდნენ, აღმოვაჩინეთ ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები. ეს შარშანდელმა წელმაც გვაჩვენა - გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა „აბაშის ეტალონის“ გამარჯვებული. სასიხარულოა, რომ მხოლოდ ერთ პროექტზე არ ხართ გაჩერებულები, ყოველ წელს ახალ-ახალ პროექტებს სთავაზობთ როგორც მოსწავლეებს, ასევე მუნიციპალიტეტებსა და მშობლებს. მივესალმებით ახალ პროექტს,
Izrune.ge-ს. მისი მეშვეობით, მშობელს ადვილად შეეძლება შვილის სწავლა-განათლების გაკონტროლება. 15-20 წუთში შეძლებენ ბავშვის აკადემიური მოსწრების გაგებას. მადლობლები ვართ ამ პროექტით. ყველაფერში თქვენ გვერდით ვართ.“
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მანანა ჯღარკავა:
„როგორც ყოველთვის, დღესაც არაჩვეულებრივი ღონისძიება შედგა. პირველი ეტაპიც
ძალიან ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდა ჩვენი სამსახურის ორგანიზებით. დღევანდელი ღონისძიება კი იმ საუკეთესო დასაწყისის გვირგვინი გახლდათ. ბატონი გოჩას ჩამოსვლა ჩვენს მუნიციპალიტეტში ყოველთვის დღესასწაულია. „ეტალონი“ ძალიან აქტუალურია, იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება.“
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განთლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე:
„დღევანდელი ღონისძიება ნამდვილი ზეიმი იყო. აბაშის N1 საჯარო სკოლას, ჩემი იქ მუშაობის პერიოდში, (ბატონი კონსტანტინე აბაშის N1 საჯარო სკოლაში ასწავლიდა) „ეტალონში“ ორჯერ გამარჯვების პატივი და სიხარული ჰქონდა. ძალიან ახლოს ვიცნობ თქვენს პროექტ, მივესალმებით „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს. ძალიან გაგვიხარდა, რომ პირველ სამ ადგილზე აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. ყველა კმაყოფილია ამ პროექტით. მივესალმები, ჩვენი მერის, ბატონი ლევანის შემართებას, რომ „ეტალონი“ აბაშაში ყოველთვის იქნება.“
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი:
„წლებია, „ეტალონთან“ მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. გახარებულები ვართ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი გვეწვია აბაშაში, ადრე ჩვენ ჩავდიოდით თბილისში „ეტალონში“ მონაწილეობისთვის. ამ პროექტში ჩართული მოსწავლეები განსაკუთრებულად ემზადებიან, „ეტალონი“ მათთვის ცხოვრების სტილია, მასწავლებლებისთვის კი - სწავლების სტილი. ცოდნა პრექტიკულ შემოწმებას საჭიროებს, ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორ ფიქრობს, როგორ აზროვნებს მოსწავლე, სწორედ ამაში გვეხმარება „ეტალონი“. მეორე წელია, აბაშაში მერვეკლასელები იმარჯვებენ. გამარჯვებულებს განსაკუთრებით უჭირთ ფინალურ ეტაპზე, როდესაც მათზე უფროსებს ეჯიბრებიან. ამიტომ ვურჩევ, კარგად მოემზადონ.“
„ეტალონის“ მეგობარი შალვა ჯღარკავა:
„ჩემი და „ეტალონის“ მეგობრული ურთიერთობა თითქმის 7-8 წელს ითვლის. მე „ეტალონის“ მეგობრის სიგელიც მაქვს მიღებული. ამ პროექტის ერთ-ერთი გულშემატკივარი და ბატონი გოჩას ძალიან დიდი მეგობარი ვარ. ინტელექტ-ჩემპიონატის აბაშაში სტუმრობა ყოველთვის ზეიმია. ჩვენი, როგორც თვითმმართველობის ფუნქცია ახალგაზრდობის სწორ გზაზე დაყენებაა, სწორედ ამას ემსახურება „ეტალონი“. 11-წლიანი გამოცდილების პროექტი ყოველთვის მაღა რეიტინგს ინარჩუნებს. წარმატებას ვუსურვებ ინტელექტ-ჩემპიონატს, ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებულს და ფინალში წარმატებას ვისურვებ.
„აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარინა კუპრავა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ
ბმული.