მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორ უნდა აღადგინონ მასწავლებლებმა Teams-ის პროგრამაში პაროლი? - დეტალურ ინსტრუქციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
პაროლის აღსადგენად შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგ ბმულზე: email.mes.gov.ge შემდეგ „მომხმარებლის დროებითი პაროლის მოთხოვნა“ და შეიყვანოთ თქვენი პირადი ნომერი. შემდეგ მონიშნეთ თქვენს მითითებულ ნომერთან ბულეტი, დააჭირეთ გაგზავნას და შეიყვანეთ მობილურზე მოსული სმს კოდი. ამის შემდეგ გამოგიჩნდებათ თქვენი ელ.ფოსტა და დროებითი პაროლი.
შედით email.mes.gov.ge >> „Microsoft Teams-ში შესვლა“ შეიყვანეთ დროებითი პაროლი, შემდეგ გამოსულ ფანჯარაში პირველ ველში შეგყავთ კვლავ დროებითი პაროლი, შემდეგ ორში ახალი, თქვენ მიერ მოფიქრებული პაროლი. ახალი პაროლი უნდა შეიცავდეს აუცილებლად დიდ, პატარა ასოებს და რომელიმე ციფრს, მინიმუმ 8 სიმბოლო.
ასევე, მასწავლებელს შეუძლია ელ.ფოსტის საშუალებით აღადგინოს მოსწავლის პაროლი. შედით email.mes.gov.ge-დან >> „ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა“, გახსენით ახალი წერილი To (მიმღებში) ჩაწერეთ reset@emis.ge, Subject (თემა)-ში მოსწავლის პირადი ნომერი და დააჭირეთ გაგზავნას, 1 წუთის ინტერვალში მოგივათ მოსწავლის ელ.ფოსტა და დროებითი პაროლი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური