| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მიუხედავად ზამთრის სუსხიანი დღისა, ასპინძის საჯარო სკოლაში სითბო და მხიარულობა სუფევდა:
„სკოლაში გაიმართა ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება „პრაშაი ოსენ“, რომელიც თავისი არსებობის 9 წელს ითვლის. კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ უცხო ენების კათედრის რუსული ენის პედაგოგები.
რუსულ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი წამყვანები ჩაატარეს კონკურსი, რომელიც რამდენიმე ნომინაციისაგან შედგებოდა. კერძოდ, საშემოდგომო ლექსების, რუსული ეროვნული ცეკვების, სურათების, ვიქტორინის, რუსული სამზარეულოსა და ა.შ.
კლასების მიერ დაკომპლექტებული გუნდების მიერ შესრულებული ნომრები ჟიურიმ შეაფასა ( თავჯდომარე სკოლის დირექტორი კ. ზედგინიძე ) და გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი „პასლედნი ლისტოკ“( დამრიგებელი ნ.თედიაშვილი).
გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს რუსული ენის უკეთ შესწავლას.“
იხილეთ ფოტოები
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს