მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?
- სკოლაში ხშირად დგება პრობლემა, რომლის მიზეზები მოსწავლის სოციალურ პრობლემებს უკავშირდება. სოციალური ზრუნვა სკოლის მთავარ ვალდებულებაში ვერ იქნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რგოლის შექმნა, რომელიც ასეთ ფუნქციას იტვირთებს. სკოლის სოციალური მუშაკი, დარწმუნებული ვარ, იქნება იმ მოსწავლეთა დამხმარე, რომლებიც კლასში ბოლო მერხზე სხედან, არასდროს იღებენ ხმას, რადგან თავიანთ სოციალურ პრობლემებზე ფიქრობენ.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?
- ჩვენს სკოლაში, ჯერჯერობით, არ ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი,თუმცა მზად ვართ,და ყველა რესურსი გაგვაჩნია,რომ ხელი შევუწყოთ სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებას. ვფიქრობ,რომ ექიმი,ან კვალიფიციური ექთანი სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს. ეს პანდემიამ უფრო ნათლად დაგვანახა.
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?
- ვფიქრობ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წინა სქემამაც თავისი საქმე გააკეთა. მასწავლებელს მისცა საკუთარი საქმიანობის მოწესრიგების ინსტრუმენტები, თვითშეფასების საფუძველზე პროფესიული განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებები. თუმცა, იყო შემთხვევები,როცა მასწავლებელი მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის ვერ იცლიდა კრედიტქულების დაგროვებაზე ფიქრისა და „გარჯის“ გამო. ახალი წესის თანახმად, კრედიტქულების დაგროვება გაუქმებულია,რასაც ცალსახად მივესალმებით. მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ამისათვის განსახორციელებელ აქტივობათა შინაარსი, და შემდეგ განხორციელების მონიტორინგი მთლიანად მონდობილია ჩვენთვის, სკოლებისთვის,რაც სკოლის ავტონომიურობის გაზრდაზე მიუთითებს. ალბათ მასწავლებლის საქმიანობის რეგულირების ახალი წესიც ამოქმედების შემდეგ გამოაჩენს თავის ხარვეზებს, უხარვეზო ვერც ეს წესი ვერ იქნება, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, წინა სქემას სჯობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა