სიახლეები
სამასწავლებლო

„ლიბერალიზმმა განათლების სფეროში ცუდი შედეგი მოგვიტანა“ - ნოდარ ბერძენაშვილი, იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი
22-04-2021
-
+


თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. სოციალური მუშაკების სკოლებში ინტეგრირება, სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა და რაც მთავარია, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში - თითოეული სკოლის ხელმძღვანელის ამოცანაა და ამ საკითხებზე მათი შეხედულებაც საინტერესოა. ამჯერად, Etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის, იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორის, ნოდარ ბერძენაშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ჩართვა ხელს შეუწყობს მშობელთა გააქტიურებას შვილის აღზრდის საკითხებში. დაეხმარება სკოლის არაკეთილსაიმედო ოჯახების გამოვლენასა და მათზე ზემოქმედებაში. პირადად მე, მხარს ვუჭერ სოციალური მუშაკების ჩართვას.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა სასიხარულო ფაქტია. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, გაიზრდება სკოლის უსაფრთხოების ხარისხი და სხვა. სკოლაში არის ფართო „სივრცე“ სამედიცინო მომსახურებისთვის. მოწყობაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენი სკოლა „ღარიბია“.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- რაც შეეხება 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არგამოცხადების შემთხვევაში (დისტანციური სწავლება) მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური. ბევრს ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს (საპატიო გაცდენა). ეს ყველაფერი სასკოლო ცხოვრებისათვის კარგია, რადგან მშობელი იძულებული იქნება შვილს მეტი ყურადღება დაუთმოს, აკონტროლოს მისი აქტიურობა განათლების კუთხით, მეტი დრო დაუთმოს მათი პრობლემების მოგვარებას და სხვა.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა რომ დაძლიონ საჭირო იქნება საფეხურის ბოლო წელს (VI, IX) გამოცდების დანიშვნა. ლიბერალიზმმა განათლების სფეროში ცუდი შედეგი მოგვიტანა უმაღლესში სწავლის უფლება მხოლოდ მას უნდა მიეცეს ვისაც III საფეხური (საშუალო სკოლა) 8 ქულაზე მაინც აქვს დამთავრებული.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- წინა სქემაში ყურადღება არ ექცეოდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: მასწავლებლის პასუხისმგებლობა, მისი ქმედება სკოლაში, შედეგების იგნორირება და სხვა. ახალ სქემაში ვისურვებდი მასწავლებელთა ანაზღაურება მოხდეს საათების მიხედვით; ყურადღება მიექცეს გამოცდილებას, ფაქტია, რომ დღეს წამყვან მასწავლებელთა ნაწილი სკოლიდან გასაშვები იყო, კოჭლი „ცხვრის პრინციპი“ უნდა მოისპოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება