მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, აღინიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე. სკოლა ახორციელებს პროექტს „გარემოს დაცვა“ და V „ა“ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში - „ნარჩენების მართვა“.
ბავშვებმა უკვე გამოყენებულ ნივთებს შთაბერეს მეორე სიცოცხლე და მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენაც.
ამ აქტივობით კი, მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგამოცდო კრებულები ყველა საგანში 2025 წლის აბიტურიენტებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ
ქსოვრისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე