მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რამდენიმე დღის წინ, ინფორმაციულობის გაზრდის მიზნით, 50 პედაგოგი კოვიდის წინააღმდეგ საჩვენებლად აიცრა, რადგან ისინი 55 წლის და უფროსი ასაკის კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ. ეს იყო მაგალითი კოლეგებისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აცრის შემდგომი მცირე გართულებისგან დაზღვეული არავინაა, შესაძლოა დაფიქსირდეს სიცხე, მოთენთილობა, თავისტკივილი... რის გამოც, მასწავლებელმა, ფიზიკურად, ვერ შეძლოს სკოლაში მისვლა და გაკვეთილის ჩატარება.
საინტერესოა, რა სახის გაცდენად ჩაეთვლებათ და ხომ არ აისახება ეს მათ ხელფასზე? - ამ კითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ მასწავლებლებს ხელშეკრულებით ბიულეტენი ეკუთვნით, რომელიც, რა თქმა უნდა, ანაზღაურებადია და შესაბამისად, აცრისშემდგომი გართულებების გამო, სახლში დარჩენილ პედაგოგებს, გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ - ეს მათ ხელფასზე გავლენას არ მოახდენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური