სიახლეები
სკოლები

„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - თბილისის N192 სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
22-04-2021
-
+


თბილისის N192 საჯარო სკოლა დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ აქტიურადაა ჩართული.

მე-8გ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ნატო ქართველიშვილთან ერთად ნარგავებითა და ყვავილებით გაალამაზეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მოაწყვეს მწვანე სივრცეებიც. 

როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მე-8გ კლასის ინიციატივას მე-4დ კლასის მოსწავლეებმაც აუბეს მხარი.

ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გალამაზდა და გამშვენიერდა სასწავლო დაწესებულების ეზო. გარემოსდაცვით აქტივობაში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის გარშემო მცხოვრები მოსახლეობა, სკოლის კურსდამთავრებულები და მოსწავლეთა მშობლებიც.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


განისაზღვრა ჯარში გაწვევის ვადები და ეტაპები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება