მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. თელავის მუნიციპალიტეტის, კურდღელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი მუმლაური და სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი დავით თავართქილაძე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სკოლებში სამედიცინო კაბინეტები უნდა მოეწყოს და რამდენად არიან მზად, შექმნან სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?
ლალი მუმლაური, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ძალიან კარგი ინიციატივაა სკოლებში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა, მოხარული ვარ და მივესალმები ამ საკითხს. თუმცა ჩვენს სკოლაში ჯერჯერობით არ გვაქვს ექიმის კაბინეტი და სამომავლოდ, როგორც კი ამისი საშუალება მოგვეცემა, გავაკეთებთ და ექიმსაც მოვიწვევთ, რადგან ვთვლი, რომ ამ საკითხის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში ბავშვების უსაფრთხოებისთვის.
დავით თავართქილაძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი:
- მივესალმები სკოლებში სამედიცინო კაბინეტის მოწყობას. ვთვლი, რომ სამედიცინო მომსახურება აუცილებელია, მაგრამ ჩვენს სკოლაში ამჟამად არ გვაქვს საკმარისი ფართი. ვეცდებით უახლოეს მომავალში როგორღაც მოვახერხოთ და გამოვყოთ ცალკე კაბინეტი ექიმისთვის. რადგან ვთვლი, რომ აუცილებელია, ამ მხრივ ბავშვები მაქსიმალური ყურადღების ქვეშ იყვნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.