სიახლეები
სამასწავლებლო

„სკოლის მიღმა მოსწავლეთა დარჩენა არცერთ საფეხურზე არ არის მისაღები“ - დალი გაბრიჭიძე, კოდის საჯარო სკოლის დირექტორი
22-04-2021
-
+



თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. სოციალური მუშაკების სკოლებში ინტეგრირება, სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა და რაც მთავარია, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში - თითოეული სკოლის ხელმძღვანელის ამოცანაა და ამ საკითხებზე მათი შეხედულებაც საინტერესოა. ამჯერად, Etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, კოდის საჯარო სკოლის დირექტორის,დალი გაბრიჭიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სოციალური სამსახურის ინტეგრირება სასკოლო ცხოვრებაში იქნება, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციისათვის დამხმარე რგოლი, სკოლას თუ არა, სოციალური მუშაკი რესუსცენტრს მაინც უნდა ჰყავდეს.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სამედიცინო კაბინეტი, რომელიც ფუნქციონირებს 2017 სასწავლო წლიდან.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- სკოლის მიღმა მოსწავლეთა დარჩენა არცერთ საფეხურზე არ არის მისაღები ,მაგრამ სავალდებულოა მოსწავლე საბაზო საფეხურის დამთავრებამდე სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს,ამ რეგულაციებით  რამდენად შეიცვლება მდგომარეობა დრო გვაჩვენებს,იმედია სკოლისა და სოციალური მუშაკის ერთობლივი მუშაობა  და მათ მიერ  გამოყენებული ყველა ბერკეტი შედეგს გამოიღებს და ნაკლები მოსწავლე დარჩება სკოლის მიღმა, საბაზო საფეხურის ჩათვლით მაინც.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- პანდემიამ განათლების სისტემა  გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა, რომელსაც სიტუაციის შესაბამისად გაუმკლავდა.მიმაჩნია მოცემულ რეალობაში სიტუციდან გამოსავალი შესანიშნავად იყო მიგნებული.მაგრამ აკადემიურ ჩამორჩენასთან ერთად  დაიწია სოცილური განვითარების დონემაც,განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. გამოსავალი აქედან სასკოლო სივრცეში დაბრუნებაა, რაც მხოლოდ საყოველთაო აცრების წარმატებით განხორციელების შემდეგ იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში კი თუ პანდემიამ უკან არ დაიხია უნდა გაიზარდოს ონლაინ გაკვეთილების რაოდენობა და ხანგრძლივობა.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- მასწავლებელთა რეგულირების წესი ყოველთვის მუშავდება განათლების კომპეტენტური ექსპერტების მიერ,მასწავლებლები
ცდილობენ კარიერული წინსვლისთვის მოერგონ სქემის ვალდებულებებს, ახალი სქემა ნაკლები აქტივობების საფუძველზე მისცემთ წინსვლის საშუალებას.
-

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება