ბანოჯის საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საინტერესო თემებზე შეხვედრა ჩაატარა
05-12-2017
დაკოპირებულია
-
+
ბანოჯის საჯარო სკოლაში შეხვედრა თემებზე - „ოჯახური კონფლიქტი და მოზარდი“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება“, „ბულინგი და მისი განმარტებები“ ჩატარდა.
შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა.
მოსწავლეებს საინტერესო თემებზე ესაუბრებოდა პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი - კახაბერ ყუფარაძე და უფროს ლეიტენანტი - გიორგი ციცხვარია.
შეხვედრას ესწრებოდნენ დამრიგებლები ლალი ღიბრაძე, შორენა მელაძე და ნათია ბენდელიანი.
სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდიან შეხვედრის ორგანიზატორებს: „შეხვედრა იყო საინტერესო როგორც პედაგოგებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. მსგავსი შეხვედრები დღეის მდგომარეობით აუცილებელია საგანმანათლებლო სივრცეში.“