მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს სასკოლო კონფერენცია მიუძღვნეს. ღონისძიებაში მე-9 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა დარსაველიძეა.
„დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის წარმოშობის თეორიები გააცვნეს ანა ტუკვაძემ და ომარ კილაძემ. ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ ისაუბრეს იოანა ჟორჟოლიანმა და ემზარ გიორბელიძემ. პირველი ქართული პალეოგრაფიული წარწერები წარმოადგინეს მარიამ დოლაბერიძემ და ქეთი ღაჭავამ. რუსუდან და მარიამ მანაგაძეებმა გაგვაცნეს ანტონ პირველი და სამი სტილის თეორია. ილია ჭავჭავაძის ენის რეფორმის შესახებ ისაუბრეს ელენე კვერნაძემ და მარიამ შეყილაძემ. უცხოელი ქართველოლოგები გაგვაცნეს ნატალი მარქარაშვილმა და ანჟელა ჟორჟოლიანმა. 1978 წლის 14 აპრილის შესახებ ისაუბრეს მარიამ მანაგაძემ, ლუკა ჟორჟოლიანმა და ბაჩუკი მახათაძემ. კონფერენციამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე