სიახლეები
სიახლეები

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა KIU-ს სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა
23-04-2021
-
+


22 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი შეხვდა KIU-ს ადმინისტრაციას და აკადემიურ გუნდს, ასევე,  გაეცნო  საუნივერსიტეტო ქალაქს და სასწავლო პროცესს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მარკ კლეიტონმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობები“. სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა შეძლეს მათთვის საინტერესო კითხვების დასმა. 

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გვესტუმრა დიდი ბრიტანეთის ელჩი, ბატონი მარკ კლეიტონი. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მისი ვიზიტი. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე, KIU-სა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტების განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე.“ - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბატონი მარკ კლეიტონი, რომელმაც დაათვალიერა უნივერსიტეტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბრიტანეთის მთავრობას აქვთ გრძელვადიანი თანამშრომლობა, უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ბრიტანეთის საბჭოსთან, რომელიც KIU-ში ახორციელებს ინგლისური ენის სწავლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გახლავთ, რადგანაც ჩვენს სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი ბრიტანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ჩაუტარონ ინგლისურ ენაში ლექციები. შეხვედრისას, ასევე, ვისაუბრეთ ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან KIU-ს მომავალ თანამშრომლობაზე.“ - განაცხადა უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

„ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეს უმნიშვნელოვანესი ვიზიტია. მე ვამაყობ, რომ ბრიტანეთის საბჭო,  უნივერსიტეტში ინგლისური ენის მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას.  სტუდენტებთან მქონდა შეხვედრა, სადაც მათ ვესაუბრე ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ.“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა.

გასულ თვეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სასწავლო პროცესი აუდიტორიებში  განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსში. ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე - მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება