„მოვეფეროთ დედამიწას“ - სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
23-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „მოვეფეროთ დედამიწას“ გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა გარემოს დაცვის მხარდაჭერის მიზნით, ნახატები, კედლის გაზეთი, ასევე, ფოტო - და ვიდეო კოლაჟი შექმნეს.
მოსწავლეები შეეცადნენ, თანატოლებისათვის ჩვენი პლანეტის რთული ეკოლოგიური ვითარება გაეცნოთ და აეხსნათ მათთვის, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან დედამიწაზე ნეგატიური ზემოქმედება.
მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციებიც მოამზადეს და წარადგინეს.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.