მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ო, ენავ ჩემო“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიება სკოლის ეზოში დისტანციის დაცვით, ლამაზად გაფორმებულ გარემოში ჩატარდა. დირექციამ ქართული ენისა და ლიტერატუის პედაგოგს, მაკა ხვედელიძეს ლამაზი დღის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყველა და ყველაფერი სიხარულით ბრწყინავდა, როცა მოსწავლეები სცენაზე იდგნენ და შესანიშნავი დეკლამატორობით, ინსცენირებით სიმღერითა და ცეკვით ეფერებოდნენ მშობლიურ ენასა და სამშობლოს.
ამ დიდებულ დღეს სკოლამ თავისი ღვაწლმოსილი პედაგოგი, ლოლა მაღრაძეც გაიხსენა, რომლის დაბადების დღე 14 აპრილსაა.
პანდეემიის ფონზე სკოლის ეზოში დისტანციის დაცვითა და ბავშვების შემოქმედებითი ჩანაფიქრით გაფორმებული ღონისძიება მართლაც ძალიან საინტერესო და ორიგინალური გამოვიდა. მაყურებლები მათთვის სპეციალურად მონიშნულ „ყვავილებში“ იდგნენ. „აი ია“ კი დაბადების დღის აქსესუარებით გაფორმებულ სცენაზე იწონებდა თავს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ხემძღვანელს, ქართული ენისა და ლიტერატუის პედაგოგს, მაკა ხვედელიძეს ამ ლამაზი დღისთვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია