სიახლეები
სიახლეები

ყველა რეკომენდაცია დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა აანაზღაურონ სკოლებმა დასვენების დღეები - დგებუაძე
23-04-2021
-
+


როგორ უნდა აანაზღაურონ სკოლებმა უქმე დღეები და მიაღწიონ იმ მიზანს, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ? - აღნიშნულ საკითხზე განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყებამ სკოლებს დეტალური რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა.

მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ განმარტა, რომ არ იგეგმება 2020-2021 სასწავლო წლის გახანგრძლივება.

„მოგეხსენებათ, ხანგრძლივი პერიოდით დასვენების დღეები გამოცხადდა. შესაბამისად, ჩვენ, ვიმუშავეთ გარკვეულ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს, იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება.

სწორედ იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დასვენების დღედ გამოცხადდა, ამასთან დაკავშირებით უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს...  როგორ უნდა მოახდინონ იმ მიზნებს მიღწევა, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ შეუძლიათ ინდივიდუალურად დააორგანიზონ - საგაკვეთილო პროცესი, გამოიყენონ რამოდენიმე საათის დამატებით, გამოიყენონ  შაბათი დღე ან თუნდაც ამ სასწავლო დღეების და საათების გამოყენებით როგორ შეძლონ იმ შედეგის მიღწევა რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ.  ყველა ეს რეკომენდაცია დეტალურად არის გაწერილი. ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, - აღნიშნავს ეკა დგებუაძე. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
მათ, დამრიგებელ თამარ კაჭარავას ხელმძღვანელობით, პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას
 

მოსწავლეებმა თავიანთი იდეები და დამოკიდებულება პლაკატებზე გამოსახეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება