სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში დედამიწის დღე აღინიშნა
23-04-2021
დაკოპირებულია
-
+
სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
დამრიგებლის, მაია ფიცხელაურის ხელმძღვანელობით, მე-2 კლასის მოსწავლეები საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა დედამიწის თემაზე ფერადი ნახატები შექმნეს. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედამიწასა და ბუნებას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს