სიახლეები
სკოლები

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა
23-04-2021
-
+


თბილისის სკოლა-ლიცეუმა „ცოდნამ“ დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა.

„სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ (დირექტორი - ნაზი ნადირაძე.) ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობებში, რათა შეძლონ ინფორმაციის მიღება – დახარისხება და ჩამოუყალიბდეთ სწორი, მზრუნველობითი დამოკიდებულება  საკუთარი ქვეყნის ბუნებრივი გარემოს მიმართ. 

აღნიშვნის ღირსია XI კლასის მოსწავლეების აქტივობა. მათი ინტერესი დედამიწის ეკოლოგიურმა სიტუაციამ მიიპყრო, ამიტომ გადაწყვიტეს სკოლის ეზოს დასუფთავება და ხეების დარგვა. რუსულ ენაზე ჩაწერეს ვიდეო მიმართვა, სადაც იმსჯელეს თუ რატომ არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება მისი გადალახვა.

სკოლა-ლიცეუმი მომავალშიც გეგმავს არაერთი საინტერესო, შემეცნებითი აქტივობებით გაულამაზოს სასწავლო პროცესი აღსაზრდელებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

22 აპრილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიების - დედამიწის საერთაშორისო დღეა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა: 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

ოლიპიადის შედგების გასაჩივრება დაიწყო -  აპელაციის ვადები და ინსტრუქცია 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია

 ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება