მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, მეჩხეთურის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს და მეჩხეთურის საჯარო სკოლაც ღონისძებით გამოეხმაურა ამ დღეს და როგორც დირექცია გვატყობინებს, „დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დარგეს ჰოლანდიური ვარდები ახალი სკოლის ეზოში“. ამ აქტივობით კი, საზოგადოებას კიდევ ერთელ მოუწოდეს, გავუფრთხილდეთ გარემოს და არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ დედამიწა ჩვენის სახლია.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“