მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა (კლ. ხელ-ლი: მ.თალაკვაძე) დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა რამდენიმე აქტივობა განახორციელეს: - მოამზადეს საინფორმაციო პლაკატები და ელექტრონული პრეზენტაციები, ასფალტი მოხატეს და სკოლის ეზო დაასუფთავეს. აღნიშნული ღონისძიების ძირითადი მიზანი სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობადობის ამაღლება იყო.
„22 აპრილს დედამიწის დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც, ყოველ წელს, მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში ეს დღე, 1990 წლიდან, ყოველწლიურად, აღინიშნება.
ჩვენი საერთო ვალდებულებაა მოვუაროთ გარემოს და შევამციროთ ისეთი ქმედებები, რითაც დიდ ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ცნობილი ქალი მეცნიერების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე