მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინურ პრეპარატ „სინოფარმით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ, კერძოდ, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციაში, იუსტიციის სახლებსა და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანებს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.
„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს გამყრელიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური