ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს
23-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს. აქტივობა იმ პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ბუნების დაცვას ისახავს მიზნად.
მოსწავლეებმა ყვავილების ნერგებს სიმბოლურად თავიანთი სახელები დაარქვეს.
მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნერგებს აუცილებლად მოუვლიან, გაახარებენ და სკოლის ეზოს ყვავილების ბაღად გადააქცევენ.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.