სიახლეები
ეტალონი

თერჯოლის სპორტის სასახლეში „ეტალონს“ ზეიმობენ
05-12-2017
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება. 

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და რესურსცენტრს ესტუმრა და მათ თანამშრომლებს ახალი, ინოვაციური პროექტი Izrune.ge გააცნო. ამის შემდეგ კი „ეტალონის“ გუნდი სიქთარვის საჯარო სკოლას ეწვია. გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „თერჯოლის ეტალონ მოსწავლეს“, გაგა აბულაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისათვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი თერჯოლის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. მასში თერჯოლის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს თერჯოლის კულტურის სახლთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მასპინძელო“ (ხელმძღვანელი ინეზა ბუცხრიკიძე). მათ რამდენიმე სიმღერა შეასრულეს და მაყურებელთა ოვაციებიც დაიმსახურეს.
 
ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე სოფიო ბუსკივაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი მაია რობაქიძე, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 



































კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება