მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი მოსწავლეებს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა და 23 აპრილის წიგნის დღედ გამოცხადების შესახებ უამბო.
„უწიგნოდ თვალთახედვის
ისარი მოკლეა...“
გვიყვარდეს წიგნი - ცოდნის
წყარო!
23 აპრილს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მაწავლებელი მთვარისა ახვლედიანი ესაუბრა მოსწავლეებს, ზოგადად, წიგნის მნიშვნელობაზე, 23 აპრილის წიგნის დღედ გამოცხადების შესახებ, ასევე წიგნიერი თაობის უმნიშვნელოვანეს როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში.
მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა გამოიჩინეს ინიციატივა, სკოლაში შეაგროვონ მხატვრული ლიტერატურა და გაამდიდრონ სასკოლო ბიბლიოთეკა, ასევე ეს დღე გამოცხადდეს წიგნის ჩუქების დღედ.
ღონისძიების სლოგანი იყო - გვიყვარდეს წიგნი, რომ გვერქვას წიგნიერი თაობა! ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები! წიგნი საუკეთესო საჩუქარია!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მახათაურის საჯარო სკოლაში დავით ღმაშენებლის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა მე-8 კლასის მოსწავლემ, თამარ ყიფშიძემ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე