სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე მხატვრული ლიტერატურის კითხვით აღნიშნეს
26-04-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ყოველი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებში რთავენ, რაც ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს.

სკოლის წარმომადგენელი წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებზე გვიამბობს:

„მეორე კლასის ხელმძღვანელმა თინათინ ნაცვლიშვილმა, ჩვენს საყვარელი მეორეკლასელებს სკოლის ბიბლიოთეკაში გააცნო კლასგარეშე ლიტერატურა. პატარები დაინტერესდნენ იმ საინტერესო ლიტერატურით, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ბიბლიოთეკაში. ასევე მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში მოაწყეს საინტერესო წიგნის კითხვის საათი. კლასის ხელმძღვანელი ნათია ვარდანიძეა.

ინგისური ენის გაკვეთილზე მე-4 კლასში ჩატარდა საინტერესო  აქტივობა „ჩვენ გვიყვარს წიგნების კითხვა“. ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს საყვარელი წიგნები და პერსონაჟები. ინგლისურის მასწავლებელი ნინო გიორხელიძეა.

მე-6 კლასში მოეწყო შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ საბავშვო გამოცემის კითხვა. მოსწავლეები ყურადღებითა და ხალისით ისმენდნენ პოემის შინაარსს და ინტერესით ათვალიერებდნენ წიგნის ილუსტრაციებს.

მე-11 კლასში, სკოლის ბიბლიოთეკაში, ჩატარდა პოეზიის ხუთი წუთი, მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წაიკითხეს ცისფერყანწელთა შემოქმედებიდან ცნობილი ლექსები. ქართული ენის მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი ფატი თუთბერიძეა.

წიგნისა და ცოდნის ძალაზე ლექსს კითხულობს მე-3 კლასის მოსწავლე გიორგი სალუქვაძე.
„გვიყვარდეს წიგნი“ - მე-2  კლასის მოსწავლე ლიკა ფირცხალავა“.

იხილეთ ვიდეოები




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება