მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული როინ მიროტაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს. 24 აპრილი როინ მიროტაძის დაბადების დღეა.
„არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია“.
24 აპრილი როინ მიროტაძის დაბადების დღეა! დღეს 49 წლის გახდებოდა. სიცოცხლით სავსე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა „ღიმილის ბიჭმა“ აფხაზეთის ომში გმირულად გაწირა თავი სამშობლოს დასაცავად.
2014 წლის აპრილიდან, მორძგვეთის საჯარო სკოლა როინ მიროტაძის სახელს ატარებს. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს გმირის საფლავი, გააცოცხლეს როინის ბავშვობის, ბრძოლის, გმირულად დაღუპვის ეპიზოდები.
როინ მიროტაძის სახელს დავიწყება არ უწერია!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც