მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ტრადიციულად წიგნის ჩუქების დღეს შეუერთდნენ. ეკოკლუბელები სოციალურ საწარმო გუმბათის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ, წაკითხული წიგნები განიხილეს და მეგობრებს წიგნები უსახსოვრეს.
„23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, ამ დღეს საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა, მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ეს დღე საქართველოში წიგნის ჩუქების დღედ გამოაცხადა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ აქციაში, მით მეტი წიგნის მკითხველი გვეყოლება, მით მეტად გახდება წიგნის კითხვა შინაგანი მოტივაცია და მოთხოვნილება.
გიორგი კეკელიძის წამოწყებას გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ყოველწლიურად უერთდება, ამჯერადაც შეუერთდა, ისინი შეიკრიბნენ სოციალურ საწარმო გუმბათის ბიბლიოთეკაში, ისაუბრეს, იმსჯელეს წაკითხული წიგნების შესახებ, შემდეგ კი მეგობრებისთვის წიგნები დატოვეს, მაისის თვეში გვექნება დისკუსია, სადაც ნაჩუქარი წიგნების შესახებ უნდა ვისაუბროთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე