სიახლეები
სკოლები

ქალაქ ხონის N4 საჯარო სკოლელების მოგზაურობა წიგნების ჯადოსნურ სამყაროში
26-04-2021
-
+


ქალაქ ხონის N4 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც განსაკუთრებულად აღინიშნა ქალაქ ხონის N4 საჯარო სკოლაში.

„აქ, ამ პატარა მყუდრო ბიბლიოთეკაში, ყოველგვარი პომპეზურობისა და ხმაურის გარეშე, წიგნების სამყაროში, გაიმართა ფოტოკონკურსის - „გარდაისახე წიგნის გმირად“ მონაწილეთა დაჯილდოება  სხვადასხვა ნომინაციაში, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ფოტოკონკურსის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია გახლდათ - მონაწილეებს უნდა გადაეღოთ ფოტო, რომელშიც დაემსგავსებოდნენ მათ მიერ შერჩეულ წიგნის გმირს. რა სახით მოხდებოდა ეს - კოსტიუმით, გრიმითა თუ სხვა - ამაში არ იყვნენ შეზღუდული. ბავშვები აქტიურად ჩაებნენ ამ საინტერესო და შემოქმედებით ხასიათის საქმიანობაში, რომელმაც პანდემიური ყოფა უფრო სახალისო გახადა; განსაკუთრებით გამოირჩეოდა X კლასი -  დამრიგებელთან ერთად, ყველაზე აქტიური კლასის ნომინაცია დაიმსახურა. 

შემდეგი ეტაპი ლიტერატურული ვიქტორინა იყო, მიზანი კი - წლის საუკეთესო მკითხველის გამოვლენა გახლდათ. ეს საამაყო ტიტული და საპატიო პრიზი - გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველით“ - მეათე კლასის მოსწავლემ - ნინო კოპალიანმა დაიმსახურა.

უამრავი წარმატება მას! გვიმრავლოს წიგნის მოყვარული და განათლებული თაობა საქართველოში“, - აღნიშნულია ხონის N4 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

მასწავლებლობის უფლება ენიჭება რესურსცენტრის უფროსს, უფროსის ფუნქციის შემსრულებელსა და მის მოადგილეს 

ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ოსწავლეები დებატების ხელოვნებას დაეუფლებიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დეზინფორმაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 

უდაბნოს საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა მოთხრობის გავლენით თოჯინები დაამზადეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება