მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, კაჭრეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეუერთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს და დედამიწაზე ზრუნვის აქციას კაჭრეთის საჯარო სკოლაც შეუერთდა - სკოლის ეკოკლუბმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა. მე-11კლასში ნახეს და განიხილეს ვიდეორგოლი „როგორ შეიცვალა დედამიწა 1984 წლიდან დღემდე“; დაამზადეს და დაარიგეს ბუკლეტები, რომელიც შეიცავდა შემდეგ ინფორმაციას: „10 რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია დედამიწის გადასარჩენად“; მოხატეს ასფალტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“, დღის ბოლოს კი დარგეს და გაალამაზეს სკოლის ყვავილნარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც