მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გია გოგუაძის სახელობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ბოხვაურის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ბოხვაურის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ზრუნავს წინსვლასა და განვითარებაზე. ამის ნათელი მაგალითი კი გახლავთ ჟუჟუნა მალაზონია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რომელმაც I კლასში გაკვეთილის თემისთვის შეარჩია იაკობ გოგებაშვილის - „ჯიუტი თხები“. ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფის წინაშე, 2021 წლის 8, 15 და 16 აპრილს, შიდა დაკვირვების გაკვეთილები ბოხვაურის საჯარო სკოლის არაერთმა მასწავლებელმა ჩაატარა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ