მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის უცხო ენის კათედრამ, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად, 23 აპრილს, უილიამ შექსპირის დაბადებისა და იმავდროულად, გარდაცვალების დღეს, ჩაატარა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ინგლისელი მწერლის - უილიამ სექსპირის გახსენებას. მოსწავლეებმა ისაუბრეს შექსპირის ბიოგრაფიაზე. გააკეთეს პრეზენტაცია - „რომეო და ჯულიეტას“ და წაიკითხეს შექსპირის სონეტები.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს შექსპირის შემოქმედების მიმართ და სურვილი გამოთქვეს, რომ ისევ გააგრძელონ შექსპირის ნაწარმოებების კითხვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ