მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ხოსროშვილი FLEX-ის პროგრამის „FLEX Alumni Georgia“ ფინალისტია. მარიამი ერთწლიანი სასწავლო პროგრამით 2021-2022 სასწავლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის.
„ის ბავშვობიდან გამორჩეული, მოქნილი გონებრივი შესაძლებლობების, მრავალმხრივ ნიჭიერი, წარმატებული გოგონაა. ის მრავალი სერთიფიკატის და დიპლომის მფლობელია. სულ ახლახანს მას YATA სკოლის ერთთვიან საგანმანათლებლო ინტენსიურ კურსსა და ესეს წერის/პრეზენტაციის წარდგენის მასტერკლასებში მონაწილეობისათვის სერთიფიკატი გადაეცა. FLEX-ის ოცნება მარიამის სახით აუხდა X კლასის ყველა მოსწავლეს.
ვულოცავთ მარიამს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, მას წინ ამერიკული ცხოვრების სასიამოვნო და შთამბეჭდავი დასაწყისი ელის!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ