მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით დედაენის კვირეული ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფისტთა კონკურსი V-VI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართა პრეზენტაცია-სლაიდ-შოუ VII-VIII კლასელთა მონაწილეობით, ასევე მოეწყო ესეების კონკურსი, რომელშიც VIII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გარდა ამისა, გაიმართა მეხუთეკლასელების ნამუშევრების გამოფენა.
„15 აპრილს გამართულ კალიგრაფისტთა კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ნინო არხოშაშვილი, ანა ილურიძე (მე-6 კლ), მერაბ მორბედაძე (მე-5 კლ), საბა ქასოშვილი (მე-5კლ).
დედაენის თემაზე შესრულებული ნახატები გამოფინეს მეხუთეკლასელებმა. მხატვრულად წაიკითხეს მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსები ანანო კახნიაშვილმა, თამარ ოდიშვილმა, ნინო ჩიგოევმა, კესო ოსეფაიშვილმა, ლუკა ფიცხელაურმა, მარიამ გოგიჩაიშვილმა.
15 აპრილს მხატვრული კითხვის საათი გამართეს ასევე მერვეკლასელებმა: ლიზი რაზმაძემ, თინიკო მაისურაძემ, მარი ტატუნაშვილმა, კესარია წახილოვმა.
16 აპრილს სკოლის სააქტო დარბაზში მე-8 კლასელთა მონაწილეობით მოეწყო პრეზენტაცია-სლაიდ-შოუ „უძველესი ქართული წარწერები და ხელნაწერები“.
14 აპრილს საგაკვეთილო პროცესში მე-7 კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელშიც ასახული იყო ქართული ენის დღის დაარსების მიზეზები. გამოირჩეოდა ნინო მამაცაშვილის, ანასტასია შერმადინის, ნინო ჩიტაშვილის, დანიელ არველაძის ნამუშევრები.
ესეების კონკურსში „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!“ მონაწილეობა მიიღეს უფროსკლასელებმა. გამარჯვებულები: მარიამ პეტრიაშვილი, გიორგი ღერკენაშვილი (მე-11 კლ), ქეთევან თათარაშვილი (მე-10 კლ), მარიამ ილურიძე, მარიამ ლეჟავა (მე-8კლ)“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე