მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ისტორიის მასწავლებლის, ნანული შეყლაშვილის ორგანიზებით, მოეწყო მეათე კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა. გამოფენის მიზანი გახლდათ თვითნასწავლი მოსწავლეების შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. ღონისძიებას, სტუმრის სტატუსით, ესწრებოდნენ: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წევრი ჯაბა ლაბაძე, საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ბერიკა დეკანოიძე, ხატვის პედაგოგი კესო აბრამიშვილი, მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დეკანოიძე და სასწავლო ნაწილის გამგე თამარ წიგნაძე. ჯაბა ლაბაძემ მოსწავლეებს გადასცა თავისი კუთვნილი სტიპენდია გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ ფონდიდან და სამახსოვრო წიგნები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე