ირემაძეების საჯარო სკოლაში პროექტი - „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ ჩატარდა
26-04-2021
დაკოპირებულია
-
+
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში პროექტი „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ ჩატარდა.
„მერაბ ჭელიძის სახელობის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში IX - X კლასებში განხორციელდა პროექტი „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ ფარგლებში მიმდინარეობდა „სიძულვილის ენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება“.
2021 წლის 13 აპრილს მოამზადეს პლაკატები, პოსტერები, მშვიდობიანი თანაცხოვრების ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სოფელის მოსახლეობის სხვადასხვა ასაკის საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში მოწვეული გვყავდა, თბილისის თავისუფლების უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ელდარ ჯავახიძე, რომელიც ასევე არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი. ელდარ ჯავახიძემ ისაუბრა სიძულვილის ენის და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული კითხვა პასუხის რეჟიმში და შეხვედრა საინტერესოდ დასრულდა.
პროექტი ხორციელდებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ( CELA ) თანამშრომლობით. პროექტს ფასილიტაციას უწევდნენ: ქეთი მელიქიშვილი და ირემაძეების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი იამზე ირემაძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.