მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლის ორმა პედაგოგმა - დარეჯან სხირტლაძემ და შორენა ქიმაძემ საკუთარი სახსრებით შეისყიდეს ნაძვის ნერგები და სკოლის ეზოში მოსწავლეთა დახმარებით დარგეს.
„ამით მათ გამოხატეს უდიდესი პატივისცემა როგორც სკოლისადმი ასევე დედამიწისადმი. ბავშვებმა გაიაზრეს, რომ დედამიწას პატივი უნდა ვცეთ. ის ჩვენი სამშობლო და სახლია. ნერგები ასევე დარგეს სხვა მასწავლებლებამაც“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ