მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით და ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, ახალციხის, ფოთის, მცხეთისა და კახეთის ოთხ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში ღია კარის დღე გაიმართა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და კოლეჯის პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
პროფესიული განათლების სივრცეში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნების მიუხედავად, განათლების ახალი მოდელი–სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამები შემუშავდა. წელს პირველად, ახალი მოდელის პილოტირება სოფლის მეურნეობის სფეროში ხორციელდება.
იმისათვის, რომ პროფესიული განათლების მიღების მსურველმა შეძლოს პროგრამაში მონაწილეობა, საჭიროა მან გაიაროს რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებელში, საინფორმაციო ცენტრში ან მიმართოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
რეგისტრაციის პროცესი 3 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ არჩევანი 150–ზე მეტი პროფესიული პროგრამიდან სასურველ პროგრამაზე გააკეთონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.