მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წინასააღდგომოდ მასწავლებლებს ხელფასი უკვე დაერიცხათ, თუმცა პედაგოგებში სადღესასწაულოდ პრემიების მოლოდინიც გაჩნდა. დაერიცხებათ თუ არა მასწავლებლებს სააღდგომოდ პრემია? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე, პედაგოგების პრემირების საკითხი არ დგას და შესაბამისად, ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.
თუმცა, იქვე განგვიმარტეს, რომ მასწავლებლებისთვის პრემიების გაცემის გადაწყვეტილება, თავად სკოლის დირექციას შეუძლია მიიღოს და სკოლისვე ბიუჯეტიდან წაახალისოს პედკოლექტივი; ასე რომ, მხოლოდ დირექციის გადასაწყვეტია, დაურიცხავს თუ არა პრემიას პედაგოგებს და ამ საკითხთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კავშირი არ აქვს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური