მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლას, წიგნიერების დღესთან დაკავშირებით, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით, საჩუქრად სხვადასხვა ჟანრის კლასიკური ლიტერატურა გადაეცა.
„მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ ტრადიციული საქველმოქმედო წიგნიერების აქცია - „წიგნი ყველა ბავშვს“ უკვე მერვე წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. დღემდე, ტრადიციის უწყვეტობა წიგნიერების ფონდის სპონსორების მხარდაჭერითაა შესაძლებელი. აქციის ფარგლებში წიგნები გადაეცემათ ხოლმე, მრავალშვილიან ოჯახებს, სოფლის ბიბლიოთეკებს, სკოლებს, სოციალურად დაუცველ თუ შშმ პირებს.
რედაქცია წინასააღდგომო დღეებში წიგნიერების მორიგი აქციის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. აქციის მხარდამჭერი გახლდათ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ბატონი ანტონ ობოლაშვილი.
პარლამენტარის ახალციხის ბიუროს ხელმძღვანელის, ქალბატონ მზია თამარაშვილის ორგანიზებით, შეირჩა ის სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა. მათ შორის გახლდათ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლა.
სწორედ ბატონ ანტონ ობოლაშვილის სპონსორობით შეძენილი საჩუქრებით, 22 აპრილს, წიგნიერების აქციის ფარგლებში გაახარეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საბაზო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები (დირექტორი ნონა ივანიძე)“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აკადემია პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ გახდნენ ინოვაციური მასწავლებლები
საგამოცდო ლიტერატურა მასწავლებელბისთვის ყველა საგანში - საკითხები, ტესტის ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები
„ვირუსების პიკი გადავლილი არ არის - განსაკუთრებული რისკის ქვეშ 5 წლამდე ბავშვები არიან, მათ უმრავლესობას ფილტვების ანთება აქვს“ - ივანე ჩხაიძე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ წიგნის სიყვარულს შეუძლია სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე