მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ახალციხის N5 საჯარო სკოლაც, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს.
ახალციხის N5 საჯარო სკოლა ახორციელებს გარემოსდაცვით პროექტს - Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT, რომლის ფარგლებშიც მე-6 „გ“ კლასის მოსწავლემ, სალომე კურტანიძემ (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი იდა ტიფენცევა), მონაწილეობა მიიღო კონკურსში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“. პროექტი ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გარემოსდაცვით კონკურსს - „შექმენი ეკოგმირი“ - ითვალისწინებს.
სალომემ, შექმნა „ეკო-ქოთანი“ თავისი ყვავილით, სახელიც შეურჩია და „ლილო“ დაარქვა. გოგონას მიზანი იყო, ნარჩენებისაგან შეექმნა ლამაზი ნივთი, რომელიც დაამშვენებდა მის საცხოვრებელ გარემოს.
სალომეს დიდი იმედი აქვს, რომ სულ პატარა წვლილი მაინც შეიტანა დედამიწაზე ნარჩენების შემცირებაში; იგი ყველას მოუწოდებს, მეორად ნივთებს შთაბერონ ახალი სიცოცხლე და ამით დაეხმარონ ბუნებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან